ესებუას დაკავება გამაფრთხილებელი სიგნალია კრიმინალური რომანტიკოსებისთვის - რატი ბრეგაძე

08.02.23 10:48
ესებუას დაკავება გამაფრთხილებელი სიგნალია კრიმინალური რომანტიკოსებისთვის - რატი ბრეგაძე

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას დაკავებას იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მინისტრი წერს, ესებუას დაკავება გამაფრთხილებელი სიგნალია „კრიმინალური რომანტიკოსებისთვის“.

„ვულოცავ ყველა პოლიციელს, ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით, რთული ოპერაციის წარმატებით დასრულებას.

ესებუას დაკავება არამხოლოდ სამართლიანობის აღდგენა, არამედ ასევე გამაფრთხილებელი სიგნალია ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც“, - წერს ბრეგაძე.

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა ზუგდიდში, სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს.

 

მსგავსი სიახლეები