"პრეზიდენტი პოლიტიკურ დისკუსიაზე მაღლა უნდა იდგეს" - ქადაგიშვილი ზურაბიშვილს აკრიტიკებს
მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტს ირაკლი კობახიძესთან დაკავშირეით გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს. "ქართული ოცნების" წევრი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი პოლიტიკურ დისკუსიაზე მაღლა უნდა იდგეს.
ქადაფიშვილი ირწმუნება, რომ პარტიის თავმჯდომარის მხრიდან პრეზიდენტის მისამართით მუქარას ადგილი არ ჰქონია.
პრეზიდენტი, წესით, პოლიტიკურ დისკუსიაზე მაღლა უნდა იდგეს, მაგრამ არის პოლიტიკური დისკუსიის მონაწილე. ამ პოლიტიკურ დისკუსში, იქნება, რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრის მოსმენა მისთვის, მოსწონს ეს მას თუ არ მოსწონს. მისი განცხადება, რომ ხელისუფლება რაღაცა ცუდს აკეთებს, მუქარაა ხელისუფლების მიმართ? მთავრობასაც აქვს თავის დისკრეციული უფლებები და სასამართლოსაც აქვს თავის დისკრეციული უფლებები და რა ვქნათ ახლა? ვინც ამ მთავრობაზე, ან სასამართლოზე ან პრეზიდენტზე რამეს იტყვის, მუქარაა? ფაქტია, რომ შეწყალების აქტს შეიძლება მოჰყვეს მძიმე რეაქცია მოსახლეობაში, - ამბობს ქადაგიშვილი.
დაპირისპირების ახლი რაუნდი "ქართულ ოცნებას" და პრეზიდენტს შორის - სალომე ზურაბიშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს მუქარაში ადანაშაულებს. ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს გუშინ დაემუქრა, თქვა, რომ თუ ის სააკშვილის შეწყალებას გაბედავდა, მძიმე ფასის გადახდა მოუწევდა.
ამ განცხადების გამო ზურაბიშვილმა "ოცნების" თავმჯდომარე პრეზიდენტის უფებამოსილებაში ჩარევაში დაადანაშუალა.