ცდილობს თუ არა ხელისუფლება ქვეყნის მთავრი ფინანსური ინსტიტუტის გაკონტროლებას? - ცვლილებები ეროვნულ ბანკში
ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა ერთ თვეში გასდის.
სწორედ ამ საკითზე ამ წუთებში, საკანონმდებლო ორგანოში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, "ქართულ ოცნებას", ოპოზიციასა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს შორის მსჯელობა მიმდინარეობს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებას" რამდენიმე კანდიდატი ჰყავს, რომლებზეც ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტეს, რომ კანონში ცვლილება შეიტანონ და დაამატონ პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, ვინც დროებით შეასრულებს გვენეტაძის მოვალეობას.
როგორც ოპოზიციაში ამბობენ, "ოცნებას" კანონში ცვლილებები სჭირდება იმისთვის, რომ მანამდე შეარჩიონ კანდიდატი, ვინც მის პოლიტიკურ დავალებებს შეასრულებს.
რა თქმა უნდა, აქ საქმე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამესთან, რომ, როგორც ჩანს ,,ოცნება" განიხილავს იმ გარემოში, სადაც ძალიან დიდი სხვადასხვა მხარის მხრიდან გაწეული ლობი აქვს სხვადასხვა კანდიდატს პრეზიდენტის პოსტზე, განიხილავს შესაძლებლობას, პრეზიდენტთან ვერ მოახერხონ დალაგება ამ საკითხის და რაღაც პერიოდით ან საერთდ შიდა შეთანხმებამდე, კონსენსუნსამდე მისვლამდე რაღაც პერიოდით შეიძლება ხალხი დარჩეს პრეზიდენტის გარეშე და სასწრაფოდ შემოაქვთ რისკების დაზღვევის მექანიზმი. ამავდროულად, ეს მქანიზმი შემდეგ როცა დალაგდებიან გადაიქცევა შედარებით გულდაწყვეტილი სავარაუდო კანდიდატის, მინიმუმ ერთს დაკმაყოფილების მექანიზმად", - ამბობს პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი.
"ოცნების" დეპუტატები კანონში შეტანილ ცვლილებეზე საუბრობენ და ამბობენ, რომ კობა გვენეტაძეს სჭირდება შემცვლელი და ვიდრე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ვინმეს იპოვიან, მანამდე სჭირდებათ ადამიანი, ვინც მის მოვალეობას შეასრულებს.
ორ მარტს უმთავრდება უფალებამოსილება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და მისი არყოფნის შემთხვევაში გარდამავალი პერიოდი იქნება, რა თქმა უნდა, გამოიკვეთს ადამიანი, ვინც შეასრულებს მის პირდაპირ მოვალეობას, ის არის ნებისმიერ სტრუქტურაში სადაც პირველი პირის შემდეგ არის პირველი მოადგილე, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, პირველი სამმართველოს უფროსი და ა.შ. მხოლოდ ამიტომ მოხდა კანონში ინიცირება. გარდა ამისა მას ჰყავს სამი მოადგილე თანაბარი რანგის და იმ სამი მოადგილიდან მოხდება რომელიმე ადამიანი, ვისაც საბჭო გადაწყვიტავს... "ქართული ოცნება" კადრების განხილვაში ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ერევა",- ამბობს "ოცნების" დეპუტატი რიმა ბერაძე.