პრეზიდენტის ინსტიტუტი ხელისუფლების მხრიდან დაკნინებული და შეურაცხყოფილია - ჩიხლაძე

08.02.23 11:35
პრეზიდენტის ინსტიტუტი ხელისუფლების მხრიდან დაკნინებული და შეურაცხყოფილია - ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებლს" წევრს სერგო ჩიხლაძეს პრეზიდენტის გულწრფელობის არ სჯერა, საუბარია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომელმაც ირაკლი კობახიძე მუქარაში დაადანაშაულა.

ოპოზიციის წევრის თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტი ხელისუფლების მხრიდან დაკნინებული და შეურაცხყოფილია, თუმცა ამ დრომდე ზურაბიშვილს ამაზე პროტესტი არ გამოუხატავს. 

პრეზიდენტის ინსტიტუტი რომ დაკნინებულია, ძირმორყეულია და შეურაცხყოფილია „ქართული ოცნების’ მხრიდან და ოლიგარქის მხრიდან...  ქალბატონ ზურაბიშვილს მასინ არ გამოუხატავს თავისი აღშფოთება, როდესაც მისი ბანერებიდან, პლაკატებიდან საჯაროდ ჩამოხიეს და გააკრეს ივანიშვილები, კობახიძეები, კალაძეები, კვირიკაშვილები და ამიტომ, ახლა ვერ დავიჯერებ, რომ ახლანდელი მისი განცხადების გამო აღშფოთდა ქალბატონი ზურაბიშვილი, - თქვა სერგო ჩიხლაძემ. 

სალომე ზურაბიშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს მუქარაში ადანაშაულებს. ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს გუშინ დაემუქრა, თქვა, რომ თუ ის სააკშვილის შეწყალებას გაბედავდა, მძიმე ფასის გადახდა მოუწევდა.

ამ განცხადების გამო ზურაბიშვილმა "ოცნების" თავმჯდომარე პრეზიდენტის უფებამოსილებაში ჩარევაში დაადანაშუალა.

 

მსგავსი სიახლეები