პრეზიდენტის პირველი ვეტოს მოლოდინში - ადმინისტრაციაში შეხვედრები გრძელდება

06.05.21 13:09
პრეზიდენტის პირველი ვეტოს მოლოდინში - ადმინისტრაციაში შეხვედრები გრძელდება

სალომე ზურაბიშვილი პირველი ვეტოს გამოსაყენებლად ემზადება. ოპოზიციის წევრებს ზურაბიშვილი საკუთარი ინიციატივით ხვდება. ოპოზიციის ლიდერები ფიქრობენ, რომ "ოცნების" კანონი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სანქციების გამკაცრების შესახებ არ შეესაბამება შარლ მიშელის დოკუმენტს. 

ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, გამოიყენოს თუ არა მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება ვეტოს დადებასთან დაკავშირებით. შეხვედრა იმართება პრეზიდენტის ინიციატივით, მე მიმაჩნია, რომ ეს ცვლილებები ძალიან ნაჩქარევად მიიღო უმრავლესობამ რაც შეეხება სასჯელის გამკაცრებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისტვის, რაც შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლების სივრცეს, ეს უნდა შევაჩეროთ ნებისმიერი მექანიზმით რაც არის ხელმისაწვდომი და ყევლაზე სწრაფი გზა არის სწორედ ვეტოს დადება - ამბობს სალომე სამადაშვილი.

 სალომე ზურაბიშვილი გუშინ "გირჩის" და " მოქალაქეების" ლიდერებსაც შეხვდა. მათი ტქმით, პრეზიდენტს კანონპროექტის შეჩერება სთხოვეს.

ამ ცვლილებების შესახებ მე Facebook-ზე ვთხოვე პრეზიდენტს, რომ ვეტო დაედო, მას სურდა ჩემთან საუბარი, ჩემი პოზიცია გავაცანი, ავუხსენი რატომ იყო ეს ცვლილებები საბჭითა ცვლილებები და რატომ იყო წინააღმდეგობაში შარმ მიშელის დოკუმენტთან. ამ კანონპროექტზე ვეტოს დადება არის ყველასთვის კარგი, მათ სორის პრეზიდენტისთვის", - ამბობს იაგო ხვიჩია. 

 პრეზიდენტს გუშინ ასევე შეხვდა ლევან იოსელიანი, პრეზიდენტს აინტერესებდა არგუმენტები რატომ არ დავუჭირეთ მხარი ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებს, ლევანმა მოახსენა ჩვენი არგყუმენტები, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს თუ არა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ კონსულტაციებს აწარმოებს და აინტერესებს არგუმენტები", - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

ქართულმა ოცნებამ 28 აპრილს დაამტკიცა კანონი, რომელიც ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს. პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების მიხედვით იზრდება პატიმრობის ვადა და ფინანსური სანქცია.წვრილმანი ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაზე სანქციები იზრდება. მოსამართლეს, ცვლილებების ძალაში შესვლის შემთხვევაში, პატიმრობის გამოყენება  10-დან 15 დღემდე შეუძლია, ამ დრომდე ეს მუხლები 1-დან 15 დღემდე პატიმრობას  ითვალისწინებდა.