რუსეთთან ძალიან მშვიდი ურთიერთობის გამო დასავლეთი საქართველოს ხელებს უგრეხს - კარასინი
ასავლეთი საქართველოს ხელებს უგრეხს რუსეთთან ძალიან მშვიდი ურთიერთობის გამო, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გრიგორი კარასინი ტელეგრამ არხზე წერს.
კარასინის მიიჩნევს, რომ დასავლეთს საერთაშორისო საქმეებში თამაშის ახალი წესები აქვს
როგორც მოსალოდნელი იყო, დასავლეთი ახლა იწყებს საქართველოსთვის ხელების გადაგრეხას რუსეთთან მისი ძალიან მშვიდი ურთიერთობის გამო. ეს არის საერთაშორისო საქმეებში თამაშის ახალი წესები, განურჩევლად ისტორიისა, გეოგრაფიისა და სახელმწიფოს პრეფერენციებისა.
ვაშინგტონმა გადაწყვიტა - მაშინ გააკეთე!
აზრი არ აქვს კომენტარის გაკეთებას!, -წერს კარასინი.