თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

08.02.23 12:19
თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

კიდევ ერთი მიწისძვრა თურქეთში - ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა.

სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრა დილით, ქალაქ კაჰრამანმარაშიდან 63 კილომეტრში მოხდა.

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8 000-ს აღწევს. თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5800-ს გადააჭარბა. 31 000-ს აღემატება დაშავებულთა რაოდენობა.

მსგავსი სიახლეები