პირველი ქვა იმ ქვეყანამ ისროლოს, რომელშიც საქართველოზე ნაკლები პოლარიზაციაა - შალვა პაპუაშვილი

08.02.23 12:59
პირველი ქვა იმ ქვეყანამ ისროლოს, რომელშიც საქართველოზე ნაკლები პოლარიზაციაა - შალვა პაპუაშვილი

 პოლარიზაცია თანამედროვე პოლიტიკის ახალ ნორმად, პოლიტიკური კონკურენციის ახალ ფორმად იქცა - ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარემ  შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშისა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.

ხშირად გვესმის, რომ პოლარიზაციაა საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. შესაძლოა, ეს ასეა, თუმცა პირველი ქვა იმ ქვეყანამ ისროლოს, რომელშიც საქართველოზე ნაკლები პოლარიზაციაა. რეალობა კი ისაა, რომ პოლარიზაცია თანამედროვე პოლიტიკის ახალ ნორმად, პოლიტიკური კონკურენციის ახალ ფორმად იქცა. ეს შეიძლება, დავინახოთ როგორც დადებითი ან უარყოფითი მოვლენა, მაგრამ ეს არის ფაქტი და ამას ბევრი გარემოება განაპირობებს, რომელიც არ არის უნიკალური საქართველოსთვის, - შალვა პაპუაშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები