რა სამწუხაროა, როცა მელიას ციხეში ყოფნისასა ერთ-ერთი ლიდერი უხამსად ,,ერთ ადგილზე" საუბრობს - დეკანოიძე

06.05.21 13:13
რა სამწუხაროა, როცა მელიას ციხეში ყოფნისასა ერთ-ერთი ლიდერი უხამსად ,,ერთ ადგილზე" საუბრობს - დეკანოიძე

რა სამწუხაროა, რომ მისი ციხეში ყოფნის დროს, ნიკას დამოკიდებულებების ფონზე,  ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი უხამსად მხოლოდ  “ერთ ადგილზე” საუბრობს - ასე ეხმიანება ,,ენმ"-ს წარმომადგენელი, ხატია დეკანოიძე ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ,,ნაციონალური მოძრაობის" ქმედითუნარიანობის შესახებ.

წუხელ, საპატიმროში ნიკა მოვინახულეთ. დიდხანს ვისაუბრეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რატომ ეშინია მისი თავისუფლების ,,ქართულ ოცნებას". 
გარდა იმისა, რომ კარგად და მხნედ არის, პოლიტიკურ პროცესს ზუსტად, გამბედავად და საოცრად ფართო კონფიგურაციით  აფასებს. ყოველგვარი წვრილმანი გარჩევის გარეშე. 
რა სამწუხაროა, რომ მისი ციხეში ყოფნის დროს, ნიკას დამოკიდებულებების ფონზე,  ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი უხამსად მხოლოდ  “ერთ ადგილზე” საუბრობს. 
უდიდესი სხვაობაა, კიდევაც გამოჩნდა გლდანში - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას" ,,ერთი ადგილი" არა აქვს ნიკა მელიას ციხიდან გამოსაშვებად.