"მარტო ანალიზი და კრიტიკა საკმარისი არ არის" - სამნიძე პრეზიდენტის განცხადებაზე

08.02.23 13:16
"მარტო ანალიზი და კრიტიკა საკმარისი არ არის" - სამნიძე პრეზიდენტის განცხადებაზე

პარლამენტის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე იმედოვნეს, რომ ხელისუფლების მუქარის მიუხედავად, პრეზიდენტი საკუთარ ექსკლუზიურ უფლებამოსილებას მაინც გამოიყენებს და ქვეყანაში პოლარიზაციას შეამცირებს.

ოპოზიციის წევრის თქმით, ზურაბიშვილი ყველაფერს სწორად აღიქვამს, თუმცა მხოლოდ კრიტიკა და ანალიზის საკმარისი არ არის.  

„ქართული ოცნებისთვის“ სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის არის ობიექტი, დაემუქრნონ თუ ის განსხვავებულ აზრს აჟღერებს და ამ ბოლო დროს ვხედავთ, რომ განსხვავებულ აზრსაც აჟღერებს, კრიტიკასაც არ ერიდება. რა თქმა უნდა, სწორად არის აღქმული, რომ ულტიმატუმის და მუქარის ტონით ელაპარაკება ბატონი კობახიძე პრეზიდენტს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ამას არ აღიქვამს მუქარად და მის ექსკლუზიურ უფლებას საკუთარი გადაწყვეტილების მიხედვით განახორციელებს. პრეზიდენტი ხედავს ამ პრობლემებს, თუმცა მარტო ანალიზი და მარტო კრიტიკა საკმარისი არ არის და მე ვფიქრობ, მან თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ამ ვითარების განმუხტვას შეუწყობს ხელს. სრულად არ განიმუხტება, ძალიან ღრმაა პოლარიზაცია და დაპირისპირება, მაგრამ მისი როლი, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ამ პროცესში, - თქვა სამნიძემ. 

მსგავსი სიახლეები