აქტივების განბლოკვის მცდელობა გრძელდება - ივანიშვილის ადვოკატი პოლიტიკური შანტაჟზე საუბრობს

08.02.23 13:47
აქტივების განბლოკვის მცდელობა გრძელდება - ივანიშვილის ადვოკატი პოლიტიკური შანტაჟზე საუბრობს

ივანიშვილის ადვოკატები შევიცარულ ბანკს პოლიტიკურ შანტაჟში ადანაშაულებენ.

ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ ივანიშვილის მილიონები ისევ გაყინულია და ამ დრომდე ვერ ახერხებენ ანგარიშების განბლოკვას. 

ადვოკატი ასევე ამბობს, რომ ივანიშვილის ფულის დაბლოკვას საფუძვლად არანაირი სასამართლო პრაქტიკა არ უდევს და საკითხი სამართლის მიღმაა.

სწორი და საფუძლიანი განძრახვა იყო, რომ მენეჯმენტის ქმედებებზე და დარღვევეზე გვესაუბრა. პირველი რეაქცია იყო სააგენტოების მხრიდან, რომ გარკვეული ჩასწორებები ჯერ საერთოდ ამოვიდა რედაქტირებულ ვერსიაში მენეჯმენტის შესახებ აღნიშნო ნებისმიერი ხსენება, რაც ჩვენთვის მიუღებელი იყო. შემდეგ ჩვენ ვცადეთ, რომ მეორე წრეზე შევსულიყავით. მეორე წრეზე შესვლამ მოგვცა იმგვარი შედეგი, რომ ეს მესიჯები დაბრუნდა, მაგრამ არა პირვანდელი ფორმით. ამიტომ, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასე სანახევაროდ ისტორიის გასვლას, ჯობდა საერთოდ უარი გვეთქვა და ასე მოვედით აქამდე. ივანიშვილის აქტივების ბლოკირება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე და ჩვენი ანალიზის მცდელობა მათი განბლოკვის შესახებ, რომელიც ახლაც გრძელდება, ჩვენ გვაფიქრებინებს იმას, რომ ამას საფუძლად არ უდევს არც კანონი და არც სასამართლო პრაქტიკა. რით შეიძლება აიხსნას ეს, როდესაც საკითხი გადის სამართლის მიღმა. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ და გავაკეთოთ საფუძლიანი დაშვება, ხომ არ არის საუბარი პოლიტიკური შებერილობის ზეწოლაზე და ამიტომ წამოვიდა ეს სიტყვა- პოლიტიკური შანტაჟი. ჩვენ ვახდენთ ინფორმირებას საზოგადოების. ეს წერილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი. ასეთი ინფორმირება გაგრძელდება, სანამ ეს პრობლემა იარსებებს. როცა სათანადო ჯერი დადგება ჩვენ ამას გამოვიტანთ, რა ფორმით იქნება, ამაზე ალბათ საუბარი ახლა ნაადრევია. ვნახოთ, როდესაც ამის დრო დადგება", - ამბობს ვიქტორ ყიფიანი.

ბიძინა ივანიშვილს მსოფლიოში ნომერ პირველმა პიარ კომანიმაც ვერ უშველა. ოლიაგარქი იმედგაცრუბულია.
საქართველოს არაფორმალური მმართველი ამჯერად ბრტანულ მედიას უპირისპირდება.

ივანიშვილის თქმით, ბრიტანულმა მედიამ დაბლოკა და "ცენზურას დაუქვემდებარა“. 

მსგავსი სიახლეები