ლევან ვასაძის პოლიტიკური განაცხადი - რა გეგმები აქვს "ქართული მარშის" ლიდერს
პრორუსული განწყობებით ცნობილი ლევან ვასაძე შესაძლოა, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდეს. პოლიტიკურ განაცხადს ვასაძე ერთ საათში გააკეთებს. შექმნის საკუთარ პარტიას, თუ რომელიმე კონკრეტულ ძალას უცხადებს მხარდამჭერას, ჯერჯერობით უცნობია.
ვასაძე ამ დრომდე ოფიციალურად პოლიტიკაში არ ყოფილა, თუმცა მძიმე პოლიტიკური ვითარებების და კრიზისის დროს ჩნდებოდა ხოლმე და რადიკალური მიდგომებით გამოირჩეოდა. მისი მთავარ მიზანს "თბილისი პრაიდის" აქციების ჩაშლა წარმოადგენდა, სადაც ის თანამოაზრეებთან ერთად კომბლებით და ჯვრებით ჩნდებოდა.
გარდა ამისა, ლევან ვასაძეს კავშირი აქვს რუსეთის პოლიტიკის იდეოლოგთან - დუგინთან, რასაც არც თავად მალავს. ცნობილია რუსეთისადმი მისი დამოკიდებულებაც.
ვინ იქნებიან მის გვერდით და რა გეგმები აქვს ლევან ვასაძეს, ცნობილი ცოტა ხანში გახდება.