პარლამენტში ცრუ საქმისა და ცრუ საქმიანობის ანგარიში ვიხილეთ - პაატა მანჯგალაძე

08.02.23 14:51
პარლამენტში   ცრუ საქმისა და ცრუ საქმიანობის ანგარიში ვიხილეთ - პაატა მანჯგალაძე

“ის, რაც დღეს პარლამენტში ვნახეთ, არის ცრუ საქმისა და ცრუ საქმიანობის ანგარიში, რომ თითქოს 298 კანონი მივიღეთ და ამით ქვეყანა განვითარდა" - ასე აფასებს ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, შალვა პაპუაშვილის ყოველწლიურ ანგარიშს. 

როცა ყოველი მესამე მოქალაქე მზად არის, გაიქცეს ქვეყნიდან, წარმოუდგენელ მასშტაბს მიაღწია ინფლაციამ, სიღარიბემ, ქვეყანამ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი და დიდია ალბათობა, რომ დავკარგოთ ქვეყნის ევროპაში გაწევრიანების, ევროპული უსაფრთხოების, ევროპული ცხოვრების დონის, ევროპული კომფორტის, სამუშაო ადგილების შექმნის შანსი, ამ დროს მიღებული კანონების სტატისტიკით თავმოწონება არის ცრუ საქმე და სირცხვილი. 

როცა ხელისუფლება ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას,  ჩვენი, მოქალაქეების ვალია, ჩვენ მოვთხოვოთ და ვაგებინოთ პასუხი მათ. 

არ შეიძლება, ადამიანის წამება და მოკვდინება ვაქციოთ პოლიტიკური ცხოვრების წესად, არ შეიძლება, დროებითი ვითომ კეთილდღეობის სანაცვლოდ ქვეყნის ღალატი იქცეს ნორმად. 

და თუ ჩვენ ამას შევეგუებით და არ გვექნება პროტესტი, ჩვენ არ ვიქნებით ნეიტრალური დამკვირვებლები, არამედ  გავხდებით თანამონაწილეები ამ ყველაფრის, რადგან დავუშვით და შევეგუეთ ამას” - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

მსგავსი სიახლეები