პრეზიდენტის ინფორმაცია თავიდან ფეიკი მეგონა - ირაკლი კობახიძე
,,ქართული ოცნება" თავს იმართლებს - პრეზიდენტის მუქარაში დადანაშაულებული მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა განცხადება არასწორად გაიგო.
,,ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ სააკაშვილის შეწყალებით საქართველოში არეულობა დაიწყებოდა. ეს ფაქტი კი საბოლოოდ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გაითვალისწინა.
როცა პრეზიდენტი თავის ოფიციალურ საიტზე ასეთ ინფორმაციას დებს, თავიდან ფეიკი მეგონა. მართლაც წარმოუდგენელი იყო.
მერე აღმოჩნდა, რომ ასე მოუნდა ხუმრობა.
ერთ-ერთი მიზანი სააკაშვილის გამოშვების უკან არის არეულობის წყაროს შექმნა. როგორც ჩანს, ეს გაითვალისწინა პრეზიდენტმა და მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც ქართველი ხალხის ინტერესს შეესაბამება. - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრეზიდენტმა საკუთარ განცხადებაში ,,ქართული ოცნება" რეჟიმად გამოაცხადა, სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი მუქარაში ღიად დაადანაშაულა.