საუკუნის ძარცვა - კობახიძე ივანიშვილს იცავს და შევეიცარულ ბანკს ყაჩაღობაში ადანაშაულებს
"ქართულმა ოცნებამ" ბიძინა ივანიშილი საუკუნის ძარცვის მსხვერპლად გამოცხადა. ირაკლი კობახიძე შევეიცარულ ბანკს, რომელსაც ივანიშვილის აქტივები აქვს გაყინული, ყაჩაღობაში ადანაშუალებს.
გრძელდება საუკუნის ძარცვის საქმე. წარმოიდგინეთ, ორი მილიონის აქტივები არის დაკავებული. ეს არის ჩვეულებრივი ყაჩაღობა. 2008 წელს დაიწყეს მისი ანგარიშის ძარცვა ბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლებმა. თავიდან ასეულობით მილიონი დოლარია მოპარული და დღეს ორი მილიარდის აქტივები აქვს გაჩერებული. ეს არის წარმოუდგენელი ყაჩაღობა, ყაჩაღობს შვეიცარული ბანკის მენეჯმენტი. როდესაც სტატიები იბეჭდება ბანკთან დაკავშირებით, კი ბატონო მწვანე შუქია ანტებული და ანგრევენ ბანკის რეპუტაციას, მაგრამ როდესაც საქმე ეხება მენეჯმენტს, აქ არ ბეჭდავენ. ინტერესი არის ერთადერთი, მენეჯმენტს ხელს უწყობენ ბევრ რამეში, ბანკის დანგრევაში და მეორე, ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებაში", - ამბობს ირაკლი კობახიძე.
ბიძინა ივანიშვილს მსოფლიოში ნომერ პირველმა პიარ კომანიმაც ვერ უშველა. ოლიაგარქი იმედგაცრუბულია.
საქართველოს არაფორმალური მმართველი ამჯერად ბრტანულ მედიას უპირისპირდება.
ივანიშვილის თქმით, ბრიტანულმა მედიამ დაბლოკა და "ცენზურას დაუქვემდებარა“.