წყარო: ბადრი ესებუა ერთ-ერთმა პატიმარმა ჩაუშვა - სკანდალური დეტალები
"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ბადრი ესებუას დაკავება პოლიციამ არა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე არამედ, ერთ-ერთი პატიმრის ჩვენების საფუძველზე შეძლო.
წყარო "ტვ პირველს" უყვება, რომ სამართალდამცავებს ჩვენება იმ სახლის მეპატრონის ნათესავმა მისცა რომლსაც შეირაღებული თავდამსხმელი თავს აფარებდა.
წყარო ამტკიცებს, რომ საუბარია, ზვიად ხარჩილავაზე, რომელიც პოლიციამ რამდენიმე თვის წინ, სულ სხვა საქმეზე დააკავა.
"ტვ პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ბადრი ესებუა ერთი წლის განმავლობაში ომიანე ჯიქიას ერთ-ერთი ქალიშვილის სახლში, ოკუპირებულ გაგიდაში ცხოვრობდა. მას შემდეგ კი რაც ამის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა, ძებნილმა გადაწყვიტა, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერირიტორიაზე გადმოსულიყო და თავი ჯიხაშკარს შეაფარა.
ერთ-ერთი ინფორმაციით, ბადრი ესებუა მაშინ დააკავეს, როცა ომიანე ჯიქიას საცხოვრებელი სახლის დატოვებას ცდილობდა.