ქვეყანას სახლხო დამცველი არ ჰყავს - პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობოებს ადანაშაულებს

08.02.23 15:52
ქვეყანას სახლხო დამცველი არ ჰყავს - პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობოებს ადანაშაულებს

პარლამენტში თავისი ყოველწლიური ანგარიში შალვა პაპუაშვილმა არასამთავრობი სექტორზე თავდასხმით დაიწყო.

ის, რომ ქვეყანას სახლხო დამცველი არ ჰყავს, ამაში პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობო სექტორს ადანაშაულებს.

სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტი რადიკალური დღის წესრიგის მძევალი აღმოჩნდა სახალხო დამცველის არჩევის დროს. 

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ჯგუფმა დახურულ კარს მიღმა შეარჩია საკუთარი წრიდან რამდენიმე კანდიდატი და პარლამენტს ულტიმატუმის სახით შესთავაზა. 

თუკი ვინმეს უნდა მოსწონდეს სახალხო დამცველის კანდიდატი, უპირველეს ყოვლისა, ესაა ,,ქართული ოცნება", რადგან მას აქვს უმრავლესობა პარლამენტში და წარმოადგენს ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანს. - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა მოუწოდა პარალამენტში დარჩენილ ოპოზიციას და მათ ,,ნაციონალური მოძრაობისგან" დისტანცირებისკენ მოუწოდა.

პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშს პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა დაესწრნენ,  ოპოზიციის ფლანგი კი თითქმის ცარიელი იყო.

მსგავსი სიახლეები