დისკუსია მუქარასა და ზეწოლას არ ნიშნავს - არჩილ თალაკვაძე საქართველოს პრეზიდენტს პასუხობს
,,ქართული ოცნება" პრეზიდენტს პასუხობს. მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, ამბობს, რომ ეს იყო კრიტიკული განცხადებები მუქარას არ ნიშნავს და სალომე ზურაბიშვილსაც არაერთხელ გაუკრიტიკებია პარლამენტი ამა თუ იმ კანონის მიღების გამო.
დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის დისკუსია, თუნდაც კრიტიკული განცხადებები, არ ნიშნავს არანაირ მუქარას, რა თქმა უნდა და არც ზეწოლას.
ქალბატონ პრეზიდენტს არაერთხელ გაუკრიტიკებია ის გადაწყვეტილებები, რომელიც კონკრეტულ კანონებზე მიიღო პარლამენტმა. ამიტომ ეს მუქარად ვერ ჩაითვლება - ამბობს არჩილ თალაკვაძე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ,,ოცნების" თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილის მიმართ მუქარაში დაადანაშაულა.