ივანიშვილის შეთქმულებით დაავადებულ თავში შვეიცარულ ბანკთან დავა დასავლეთთან დაპირისპირების ნაწილია - ბოკერია
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ შვეიცარულ ბანკთან დავის წამოწევით, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ცდილობს, რომ ოლიგარქს დაუმტკიცონ, თითქოს რაღაცას აკეთებენ
ბოკერიას თქმით, ივანიშვილი ქვეყნის მომავლით ვაჭრობს საკუთარი ანგარიშების გადარჩენისთვის და როგორც არ უნდა დასრულდეს ეს დავა, ოპოზიციონერიო ლიდერი ამბობს, რომ ამას ქვეყნის ინტერესი ეწირება.
მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ნაწილი ამ აქტივობისა არის იმისთვის, რომ უბრალოდ ოლიგარქს აჩვენოს გარემოცვამ, რომ რაღაცას აკეთებენ. ამას პირდაპირი შედეგი არ მოჰყვება, იმისდა მიუხედავად როგორ დამთავრდება ეს დავა ბანკთან. მოიგებს თუ არ მოიგებს, ამ პუბლიკაციებზე არ იქნება ეს დამოკიდებული. ჩვენთვის რაც არის პრობლემა, მისი შეთქმულებით დაავადებულ თავში ეს ყველაფერი არის დასავლეთთან დაპირისპირების ნაწილი და ის ჩვენი ქვეყნის მომავლით ვაჭრობს დასავლეთთან. როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს დავა, ჩენი ქვეყნის ინტერესი ეწირება ამას“, - ამბობს ბოკერია.
ბიძინა ივანიშვილს მსოფლიოში ნომერ პირველმა პიარ კომანიმაც ვერ უშველა. ოლიაგარქი იმედგაცრუბულია.
საქართველოს არაფორმალური მმართველი ამჯერად ბრტანულ მედიას უპირისპირდება.
ივანიშვილის თქმით, ბრიტანულმა მედიამ დაბლოკა და "ცენზურას დაუქვემდებარა“.