დღეს თუკი ვინმე განასახიერებს დავით აღმაშენებელს, ეს არის "ქართული ოცნება" - პაპუაშვილი
"ქართული ოცნების" ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდს დავით აღმაშენებლისას ადარებს.
"დღეს თუკი ვინმე განასახიერებს დავით აღმაშენებელს, ეს არის ქართული ოცნება" - თქვა მან.
პაპუაშვილის თქმით, მმართველი პოლიტიკური დავით აღმაშენებლის მსგავსად, "ცხელი პატრიოტული გულით და ცივი რაციონალური გონით იღებს გადაწყვეტილებას"
დავით აღმაშენებელს სწორ მიზნებთან, მხურვალე ცეცხლით ანთებულ გულთან ერთად, ცივი და რაციონალური გონი ჰქონდა. სწორედ ამ ცივი და რაციონალური გონით და გადაწყვეტილებით, საჭირო მომენტში საჭირო გადაწყვეტილებებით, გადაწყვეტილებებისთვის ზუსტი მომენტის მოძებნით, ამით შევიდა დავით აღმაშენებელი ისტორიაში. დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში თუკი რომელიმე პოლიტიკური ძალა განასახიერებს იმ პოლიტიკურ მიდგომებს, რომელიც ჰქონდა დავით აღმაშენებელს, სწორედ ქართული ოცნებაა, რომელიც ცხელი პატრიოტული გულით და ცივი რაციონალური გონით იღებს გადაწყვეტილებას" - თქვა მან.