სისხლიანი გარჩევა არასრულწლოვნებს შორის - დაჭრილია 15 წლის მოზარდი
ჯგუფური გარჩევა სკოლის მოსწავლეებს შორის ფონიჭალაში - დაჭრილია 103-ე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე.
მოზარდს დანა ფეხის არეში სამჯერ ჩაარტყეს. სასტიკად არის ნაცემ კიდევ ერთი მოსწავლე, მას დაზიანებები ჯგუფური ჩხუბის დროს მიაყენეს. მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ჩხუბში მონაწილე ერთი არასრუწლოვანი დაკავებულია.
მოზარდი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
ამ დრომდე უცნობია, რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მოტივი.