შენს ხუმრობაზე მარტო ნაცების პატარა ბაბლი რომ იცინის, პრობლემა გაქვს - მდინარაძე პრეზიდენტს
ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, თანაპარტიელთა მსგავსად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ხუმრობად მიიჩნევს.
მამუკა მდინარაძე ურჩევს პრეზიდენტს, მომავალში ასე არ იხუმროს.
როცა პრეზიდენტი ამ ფორმით ამას აკეთებს, ყველაზე რბილად რაც შემიძლია ვთქვა, შეიძლება, ეს იყოს ძალიან არაეთიკური.
მარტო ნაცების პატარა ბაბლი რომ იცინის, ესე იგი რაღაცა პრობლემა გაქვს ამ ხუმრობაშიც კი.
ამიტომ მას სხვა დროს არ ვურჩევდი - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.