პროტესტის რევიზიას ნუ აკეთებთ, უზრუნველყავით გაშუქება - ხაბეიშვილის მიმართვა მედიას (ვიდეო)
იუსტიციიის სამინსიტროსთან შეკრებილ საპროტესტო აქციის მონაწილეებს სიტყვით ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ მიმართა.
პროტესტი გაიზრდება და შედეგს მოიტანს, - დაჰპირდა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლების დასაცავად გამოსულ მოქალაქეებს ლევან ხაბეიშვილი.
მედიის კითხვაზე, რატომ ტარდება აქცია იუსტიციის სამინისტროსთან, როცა ამ ქვეყანაში ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი წყვეტს? საპასუხოდ ენმ-ს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ აქცენტი მოვლენის გაშუქებაზე გადაიტანონ.
თქვენ მართლა რევიზიას კი ნუ გააკეთებთ პროტესტისას, უზრუნველყავით იმის გაშუქება, რომ პროტესტი მთელს საქართველოში იქნება. ამას მალე ნახავთ, რადგან ეს მიიღებს ძალიან დიდი სახალხო პროტესტის ფორმას.
რაც შეეხება პროტესტს, თქვენ რომ არ გყავდეთ ოპერატორი, არ გქონდეთ მიკროფონი, ამ მასალას პირდაპირ ეთერში გაუშვებდით? ლოჯისტიკა არის ასაწყობი ყველგან, ამას გავაკეთებთ და გავიმარჯვებთ. - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.