მიწისძვრას თურქეთში საქართველოს 3 მოქალაქე ემსხვერპლა, ნანგრევებში ეძებენ კიდევ ორ ქართველს

08.02.23 19:09
მიწისძვრას თურქეთში საქართველოს 3 მოქალაქე ემსხვერპლა,  ნანგრევებში ეძებენ კიდევ ორ ქართველს

დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთში საქართველოს 3 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებში ეძებენ კიდევ ორ ქართველს.  

სამაშველო ოპერაცია რამდენიმე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა  სამუშაოების ჩატარება უამინდობის გამო რთულდება.  

თურქეთში უმძიმესი მდგომარეობაა. წამლების დეფიციტია საავადმყოფოებში, სადაც  უამრავი დაშავებული გადაჰყავთ.
ყოველდღე თურქეთიდან და სირიიდან შოკისმომგვრელი კადრები ვრცელდება.  რამდენიმე ქალაქი მიწასთან ბოლომდე არის  გასწორებული.  

თურქეთს დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ 70-მდე ქვეყანა ეხმარება. მათ შორის არის საქართველოც. ჩვენი ქვეყნიდან მეზობელ თურქეთში   მაშველების დამატებითი ჯგუფი  დღესაც გაიგზავნა. 50 ათასამდე დაშავებული და 9 ათასამდე დაღუპული- ასეთი ბოლო ცნობა  ტრაგედიის ეპიცენტრიდან.

ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.

 

 

მსგავსი სიახლეები