პრეზიდენტსა და ,,ოცნებას" შორის ურთიერთობა საკონსტიტუციოდან სარჩელის გატანამ ვერ დაათბო
სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ. საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელების უკან გატანამ პრეზიდენტსა და ,,ქართულ ოცნებას" შორის ურთიერთობები ვერ დაათბო.
ზურაბიშვილი თავდასხმებს ვრცელი და ირონიული განცხადებით პასუხობს. დიუსელდორფში მიღებული განათლებისა და პროფესორის სტატუსის მიუხედავად ზურაბიშვილი ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარეს იურისტის კომპეტენციას უწუნებს.
დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია - წერს ზურაბიშვილი.
ეს იყო პასუხი მმართველი პარტიის თავმჯდომარის კომენტარზე, როდესაც ის ზურაბიშვილს აფრთხილებდა, რომ სააკაშვილის შეწყალებას უმძიმესი რეაქცია მოყვება.
ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.