ვის ჩააბარებენ ,,ეროვნულ ბანკს"? - ,,ოცნება" კიდევ ერთ გავლენიან ინსტიტუტზე კონტროლს ცდილობს

08.02.23 19:39
ვის ჩააბარებენ ,,ეროვნულ ბანკს"? - ,,ოცნება" კიდევ ერთ გავლენიან ინსტიტუტზე კონტროლს ცდილობს

ვინ გახდება ,,ეროვნული ბანკის" ახალი შეფი? - ,,ქართული ოცნება" კიდევ ერთ  გავლენიან  ინსტიტუტზე  სრული კონტროლის მოპოვებას ცდილობს.

,,ეროვნული ბანკის" მოქმედ პრეზიდენტს ვადა ორ მარტს ეწურება. საფინანსო დაწესებულების ხელმძღვანელობის კანდიდატი კი სალომე ზურაბიშვილმა უნდა წარადგინოს. 

,,ოცნება" კი  ზურაბიშვილს არ ენდობა, ამიტომ  ახლა კანონს დაჩქარებულად იღებენ იმ მიზნით, რომ ბანკი პრეზიდენტის გარეშე დატოვონ და მისი ფუნქცია ვიცე-პრეზიდენტს მისცენ.  

ამ ფორმით ბანკის უპრეზიდენტოდ დატოვების ამბავსაც  გადააზღვევენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გზა გაუხსნიან ნათია თურნავას, ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტს.  

ეკონომიკის  მინისტრის ყოფილი მოადგილე ,,ოცნებისთვის"  ბანკზე  სრული კონტროლის მოსაპოვებლად საუკეთესო  შანსია.

ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.

 

 

მსგავსი სიახლეები