საწვავის მომატებაზე გუშინ ღარიბაშვილი მორიგი ფლიდობა და ტყუილი მოვისმინეთ - საბა ბუაძე

08.02.23 19:58
საწვავის მომატებაზე გუშინ ღარიბაშვილი მორიგი ფლიდობა და ტყუილი მოვისმინეთ - საბა ბუაძე

საწვავის მომატებაზე გუშინ ღარიბაშვილი მორიგი ფლიდობა და ტყუილი მოვისმინეთ - ,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე, პრემიერ ღარიბაშვილის გამოსვლას აფასებს, რა დროსაც მან საზოგადოებას საწვავზე ფასის შემცირება დაუანონსა. 

საბა ბუაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება საწვავზე გადასახადს იმისთვის ზრდის, რომ პარტიული ბიოროკრატია დააფინანსოს.

გუშინ ღარიბაშვილის მორიგი ფლიდობა და ტყუილი მოვისმინეთ, თითქოს წუხილს გამოთქვამდა საწვავის ფასების მატებაზე.
სინამდვილეში, 2017 წელს ქართულმა ოცნებამ ბენზინზე აქციზის გადასახადი 100%-ით გაზარდა, დიზელზე კი - 166%-ით, რითაც ამ წლებში, 3 მილიარდ ლარზე მეტი ამოგვაცალა ჯიბიდან იმისათვის, რომ დაეფინანსებინა პარტიული ბიუროკრატია. ასევე 150%-ით გაიზარდა აქციზი საავტომობილო გაზზე.
საწვავის ფასის შემცირება დღესვე არის შესაძლებელი თუ მთავრობა: 
ა) შეამცირებს აქციზის გადასახადს 
ბ) მთლიანად გააუქმებს აქციზის გადასახადს საწვავზე. 
საწვავის ფასის შემცირება თავის მხრივ ხელს შეუწყობს ფასების კატასტროფული მატების წინააღმდეგ ბრძოლას, რისთვისაც მთავრობა დღეს არაფერს აკეთებს.
- წერს სოციალურ ქსელში საბა ბუაძე

მსგავსი სიახლეები