დავით კოდუა გაათავისუფლეს

06.05.21 13:41
დავით კოდუა გაათავისუფლეს

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენი, დავით კოდუა, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ფაქტს კოდუას ადვოკატი, მუხრან ღურწკაია, ადასტურებს. 

ბიზნესმენი ცოლისა და ქალიშვილის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 

კოდუა ცოლი მეუღლის პატიმრობის გაუქმებასა და შემაკავებელი ორდერის გამოწერას ითხოვდა. ბიზნესმენის მეუღლე ამტკიცებდა, რომ დაზიანებები სავარძელზე დარტყმის შედეგად მიიღო. 

ამასთან კოდუა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კორონავირუსით დაინფიცირდა. 

 დავით კოდუას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 აპრილს შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენ დავით კოდუას მეუღლის და შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. კოდუას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) განესაზღვრა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან-სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.