რაც ივანიშვილთან ვაჭრობა გადაწყვიტა, სააკაშვილი განადგურებული პოლიტიკოსია - აკაკი ბობოხიძე
მიდის თუ არა ხელისუფლებას და მიხეილ სააკაშვილს შორის პოლიტიკური ვაჭრობა? ირაკლი კობახიძის განცხადების მოსმენის შემდეგ ოპოზიციის ნაწილს გაუჩნდაა განცდა, რომ ხელისუფლება სააკაშვილს გათავისუფლების სანაცვლოდ პოლიტიკურად განადგურებას უპირებს.
,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, კაკო ბობოხიძის, განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი მზადაა, თავისუფლების სანაცვლოდ არა მარტო საკუთარ პოლიტიკური მომავალი გაანადგუროს, არამედ მისი დაარსებული პარტია, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქნედითუუნარო გახადოს.
ხელისუფლება არ უშვებს შანსს ხელიდან, დასცინის სააკაშვილს და სამწუხაროდ, მთელ ოპოზიციასაც.
რაც შეეხება ექსპრეზიდენტის, როგორც პოლიტიკური ფიგურის, მთლიანად მიწასთან გასწორებას, ჩემთვის და ყველა თავმოყვარე ადამიანისთვის, ოღონდ არა სააკაშვილის მომხრეებისთვის, სააკაშვილი მთლიანად განადგურებული პოლიტიკური ფიგურაა მას შემდეგ, რაც მან ჩათვალა, რომ ბიძინა ივანიშვილთან თავის შეცოდებით, მორიგებით შეძლებდა თავის დაღწევას. საკუთარ პარტიასაც კი არაფუნქციურს გახდის, ოღონდ კი მიაღწიოს თავისუფლებისთვის.
ასეთი ნაბიჯის გადამდგმელი კაცი ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსი, აღარ არსებობს. - ამბობს აკაკი ბობოხიძე.
გაუშვებს თუ არა ,,ქართული ოცნება" სააკაშვილს დანაშაულების აღიარების ნაცვლად. ეს კითხვა ირაკლი კობახიძის განცხადებამ გააჩინა.
,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ ერთადერთი პოლიტიკური ბერკეტი ხელისუფლებისთვის ამნისტიაა, თუმცა ამნისტიას მონანიება სჭირდება.