ეს არის სიმულანტობა, პატიმარ სააკაშვილს სჭირდება მხოლოდ კვება - ირაკლი ზარქუა

09.02.23 12:10
ეს არის სიმულანტობა, პატიმარ სააკაშვილს სჭირდება მხოლოდ კვება - ირაკლი ზარქუა

,,ქართული ოცნება" ვერ ხედავს საკმარის საფუძველს, რათა მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ გადაიყვანონ. 

მმართველი პარტიის ერთ-ერთი სახე, ირაკლი ზარქუა, აცხადებს, რომ აქამდე არ დადებულა რეალური დასკვნა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. არსებობს მხოლოდ ის დაკვნა, რაშიც სააკაშვილის გარემოცვამ 300 ათასი გადაიხადა.

,,ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილს წონაში დაკლების მთავარი მიზეზი ის ფაქტია, რომ პატიმარი პრეზიდენტი საკვებს არ იღებს.

სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძველი არ არის. დასკვნა ვერ დაიდო საამისო, შეთითხნილი არა, 300 ათასი რომ აქვთ გადახდილი, ასეთი არ გვინდა ჩვენ დასკვნა.

კონკრეტულად დაიდოს დასკვნა, რა ჭირს პატიმარ სააკაშვილს და მერე გვექნება კითხვა პენიტენციურ სისტემასთან. 

როგორც კი ჩვენი ჯანდაცვის სიტემა იტყვის, რომ ჩვენ არ შეგვწევს უნარი, რომ იმ დაავადებას ვუმკურნალოთ, ეს უკვე არის საფუძველი, რომ ითქვას - კი, ბატონო! მაგრამ ეს დღეს არ არის.

ეს არის სიმულანტობა. ერთადერთი კვებაზეა დამოკიდებული, მეტი არაფერი.

პატიმარ სააკაშვილს სჭირდება მხოლოდ კვება - ამბობს ირაკლი ზარქუა.

მმართველი პარტია საკაშვილს ევაჭრება. ,,ოცნების" თავმჯდომარე პატიმარ პრეზიდენტს სთავაზობს, გათავისუფლების სანაცვლოდ აღიაროს დანაშაულები.  

მსგავსი სიახლეები