,,ხალხის ძალა" პოლიტიკურ პარტიად ყალიბდება

09.02.23 12:37
,,ხალხის ძალა" პოლიტიკურ პარტიად ყალიბდება

საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ხალხის ძალა" პოლიტიკურ პარტიად ყალიბდება. 

,,ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა - სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ხალხის ძალა" 2022 წლის 2 აგვისტოს დააფუძნეს. მას მოგვიანებით დედაქალაქიდან და რეგიონებიდან ,,ქართული ოცნების" წევრები შეუერთდნენ.

 ,,ხალხის ძალის" წევრების განმარტებით, მათი უმთავრესი მიზანი საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად საზოგადოების სიმართლით აღჭურვა იქნება.

მსგავსი სიახლეები