ეს აქციები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით უნდა დაგვირგვინდეს - პროტესტი ხელვაჩაურში
მიხეილ სააკაშილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანის მოთხოვნით ამ წუთებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიასთან აქცია იმართება. ადგილზე სამართლადამცველების მობილიზებაა.
იქ იმყოფებიან აჭარის ოპოზიციის წარმომაგდენლები.
"ეს აქციები უნდა გაგრძელდეს და უნდა დაგვირგვინდეს იმით, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრობიდან. მეორე მთავარი ამოცანაა, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენა საქართველოში პრაქტიკულად უკვე მომხდარია და საბჭოთა კავშირი უნდა დავასრულოთ. საბჭოეთის აღდგენა ქართველმა მოქალაქემ არ უნდა დაუშვას", - ამბობს მურმან დუმბაძე.
ბორჯომი - ხელვაჩაური - ზესტაფონი - "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" რეგიოnებში აქციები დაიწყო. მიხეილ სააკაშილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანის მოთხოვნით ამ წუთებში, პარტიის ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში იკრიბებიან და საპროტესტო აქციას მართავენ.
ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარე აქციას სათავაში ზესტაფონში ჩაუდგა.
"ნაცმოძრაობა" მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად უწყვეტ პროტეტს აანონსებს.