"ორგანიზმში სისხლი უნდა ავამოძრაოთ, რათა ხალხმა ირწმუნოს, რომ რაღაცის შეცვლა შესაძლებელია" - აქცია ბორჯომში
მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანის მოთხოვნით ამ წუთებში აქცია ბორჯომშიც იმართება. ადგილზე შეკრებილები არიან, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი წარმომადგენლები, ისე ცენტრალური ლიდერები.
ბორჯომში იმყოფება პეტრე ცისკარიშვილი. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ორგანიზმში სისხლი უნდა ავამოძრაოთ, რათა ხალხმა ირწმუნოს, რომ მათი აქტიურობით რაღაცის შეცვლა შესაძლებელია.
"ჩვენი მთავარი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ამისთვის ჩვენ ვიმოძრავებთ მთელს საქართველოში, ყველა რეგიონში. 20 თებერვალს თბილისში იგეგმება, ისე როგორც მსოფლიოს 17 სხვა დედაქალაქში მასობრივი აქციები. ჩვენ ამას ვაორგანიზებთ ბატონ ფეიგინთან ერთად. თბილისში 3 საათზე დაიწყება აქციები, იმიტომ რომ ევროპულ აქციებს დაემთხვეს. ჩვენი ვალია, რომ ორგანიზმში სისხლი ავამოძრაოთ, რათა ხალხმა ირწმუნოს, რომ მათი აქტიურობით შესაზლებელია რაღაცის შეცვლა. ხალხში უნდა დაბრუნდეს რწმენა, რომ მათ იცოდნენ, რომ ბრძლას ყოველთვის აქვს აზრი", - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.
ბორჯომი - ხელვაჩაური - ზესტაფონი - "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" რეგიოnებში აქციები დაიწყო. მიხეილ სააკაშილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანის მოთხოვნით ამ წუთებში, პარტიის ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში იკრიბებიან და საპროტესტო აქციას მართავენ.
ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარე აქციას სათავაში ზესტაფონში ჩაუდგა.
"ნაცმოძრაობა" მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად უწყვეტ პროტეტს აანონსებს.