ვის რაში სჭირდება თქვენი პარლამენტში შესვლა - მეუფე იაკობი ოპოზიციას

06.05.21 13:49
ვის რაში სჭირდება თქვენი პარლამენტში შესვლა - მეუფე იაკობი ოპოზიციას

"ვის რაში სჭირდება თქვენი პარლამენტში შესვლა" - მეუფე იაკობმა ამის შესახებ ამბიონიდან იქადაგა. ბოდბელმა მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ მთავარი პოლიტიკოსების შერიგებაა და უცხოელები საქართველოში სწორედ ამიტომ ჩამოვიდნენ. 

სამწუხაროდ, რაც არჩევნები ჩატარდა ვხედავთ რომ არავის არ უნდა ისე იცხოვროს რომ ღმერთს ეკითხებოდეს. ჩაერია უცხოეთი და მაინც ვერ გაიგეს რისთვსი ჩაერივნენ, მთავარი იყო რომ ჩვენ შევრიგებულიყავით. რამდენი ხანი უნდა ვიყოთ იმაში რომ შევიდნენ თუ არა, თუ არ უნდათ სულ ნუ შევლენ, რომ შევიდნენ რას გააკეთებენ შესვლით და რომ არ შევიდნენ რასაც გააფუჭებენ ვხედავთ.თავს მოტყუებულად თვლიდნენ, რომ რაღაც წაართვეს. ირგვლივ როგორი სიტუაცია გვაქვს, ძალიან მძიმე სიტუაციაში ვართ და ღმერთი გვიფარავს, მტერი არ შემოდის, თორე რომ შემოსულიყო ერთმანეთს გაასწრებდა ყველა, სიმართლე ვთქვათ.ბევრს გაუხარდა, ვისაც პარლამენტში შესვლა უნდოდა მანამდე სიტყვა ჰქონდათ მიცემული ვერ შედიოდნენ, მერე გაუხარდათ და შევიდნენ, მაგრამ მტრობა ისევ გრძელდება ხო. თუ არ შერიგდით, ვის რაში სჭირდება თქვენი პარლამენტი და თქვენი პარლამენტში შესვლა" - ამბობს მეუფე იაკობი.

მსგავსი სიახლეები