საქართველოს პრობლემა ენმ-ს ფილოსოფიაა, რომელიც დაფუძნებულია ძალადობაზე - შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ. პარლამენტის თავმჯდომარე პრობლემას ვერ ხედავს, თუ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია მანდატებზე უარს იტყვის და საკანონმდებლო ორგანოდან გავა.
პაპუაშვილი ,,ნაცმოძრაობას" პოლიტიკურ ფილოსოფიას უწუნებს და ამბობს, რომ ენმ-ს დღის წესრიგი ძალადობას ეფუძნება.
შალვა პაპაუშვილი ,,ნაცმოძრაობის" წევრებს რადიკალებს უწოდებს და პოლიტიკიდან წასვლას ურჩევს.
საქართველოს პრობლემა და გამოწვევა ,,ნაციონალური მოძრაობის" ფილოსოფიაა, რომელიც დაფუძნებულია ძალადობაზე.
მნიშვნელოვანია, რომ რადიკალური ჯგუფები რაც შეიძლება, მეტად გაირიყოს პოლიტიკიდან.
ჩვენ ვხედავთ, რომ თუ ისინი იქნებიან პოლიტიკისა და პოლიტიკური დისკუსიის ნაწილი, მათ შეუძლიათ, პოლიტიკური პროცესების ხელის შეშლა, შფოთვების შემოტანა, ამიტომ მნიშვნელოვანია ცალსახა, არაორაზროვანი პოზიციის დაკავება ყველა პარტიის მხრიდან.
,,ოცნებას" აქვს მტკიცე პოზიცია რადიკალიზმის მიმართ, თუმცა, ყველა პარტია უნდა იყოს ცალსახა.
ახლა მნიშვნელოვანია, ყველა გაემიჯნოს რადიკალიზმს - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.