კობახიძის გზავნილი, რომ რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარმატებას აღწევს, მიზანმიმართული გამეორებაა კრემლის გზავნილის, თითქოს რუსეთი უძლეველია - მანჯგალაძე

09.02.23 14:29
კობახიძის გზავნილი, რომ რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარმატებას აღწევს, მიზანმიმართული გამეორებაა კრემლის გზავნილის, თითქოს რუსეთი უძლეველია - მანჯგალაძე

 ირაკლი კობახიძის გზავნილი, რომ რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარმატებას აღწევს, მიზანმიმართული გამეორებაა კრემლის გზავნილის, თითქოს რუსეთი უძლეველია -  ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი, პაატა მანჯგალაძე "ოცნების" თავმჯდომარის სკანდალურ განცხადებას.

“ირაკლი კობახიძის და "ქართული ოცნების" სხვა პროპაგანდისტების გზავნილი, რომ რუსეთი წარმატებას აღწევს უკრაინის ფრონტზე და დასავლეთი მეორე ფრონტის გახსნას გვაძალებს არის არა შემთხვევითი დამთხვევა რუსული ინტერესის, არამედ პირდაპირი, მიზანმიმართული გამეორება კრემლის გზავნილის, რომ თითქოს რუსეთი უძლეველია, რუსეთი იმარჯვებს და მეორე, რუსულია თავად მეორე ფრონტის იდეაც, რომ თითქოს პირველი ფრონტიც არა რუსეთმა, არამედ დასავლეთმა გახსნა უკრაინაში. 

შესაბამისად, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ირაკლი კობახიძისთვის, ანუ ქოცისთვის მთავარია არა საქართველო, არა თავისუფლება, არა ღირსება, არა სიმართლე, არამედ  ხელისუფლებაში ყოფნის დღეები და მზად არიან ეშმაკსაც მიყიდონ სული ამისთვის” - აცხადებს პაატა მანჯგალაძე

მსგავსი სიახლეები