დავა სებ-ის ხელმძღვანელის ირგვლივ - ოპოზიცია ,,ოცნებას" ბანკის პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებს

09.02.23 14:53
დავა სებ-ის ხელმძღვანელის ირგვლივ - ოპოზიცია ,,ოცნებას" ბანკის პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებს

ვინ გახდება ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი? ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ,,სებ"-ს ახალი ხელმძღვანელის შესახებ გამოთქმული მოსაზრებები ოპოზიციას უჩენს განცდას,  რომ ,,ოცნება" ეროვნული ბანკის პოლიტიკაში ერევა და დროებით, მაგრამ მაინც საკუთარ ნდობით აღჭურვილ ადამიანს ბანკის ხელმძღვანელად ნიშნავს.

როგორ ხდება არსებულ 3 მოადგილეს შორის გამოკვეთა, თუ ვინ შეასრულებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას? რატომ არ შეიძლება, ეს მარტივად მოგვარდეს და ჩავწეროთ, რომ არსებული 3 ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთი ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით და წარდგინებით ხდება პირველი ვიცე-პრეზიდენტი. თუ არ არსებობს ინტერესი, როგორმე ამ კანონმა გააჩინოს საშუალება, რომ მოქმედი მოადგილეებისგან განსხვავებით, განსხვავებული პირიც, საბჭოს წევრებიდან, შეირჩეს პირველ მოადგილედ და ის წარმოვიდგინოთ მოვალეობის შემსრულებლად. - განაცახდა დავით უსუფაშვილმა. 

 ვინ შეასრულებს კობა გვენეტაძიის მოვალეობას დროებით? პარლამენტს  დაჩქარებული წესით კანონში ცვლილებები შეაქვს.

არსებული ვითარება ასეთია: 2 მარტს კობა გვენეტაძეს ბოლო სამუშაო დღე აქვს, თუ აქამდე მისი ადგილმონაცვლე ვერ შეარჩიეს, პარლამენტი კანონში აკეთებს ჩასწორებას, რომლის მიხედვითაც გვენეტაძის მოვალეობას მისი პირველი  მოადგილე შეასრულებს.

მსგავსი სიახლეები