ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია - მთავრობამ გიგი უგულავას 10 000 ევრო უნდა გადაუხადოს
"გიგი უგულავა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ" - თბილისის ყოფილი მერის ხმაურიან საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.
უგულავას სარჩელი სტრასბურგმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. დადგინდა ევროკონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევა:
- დაირღვა კონვენციის მე-მუხლის 1-ლი პუნქტი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) 2014 წლის 3 ივლისიდან 2015 წლის 2 აპრილამდე პერიოდში დაკავებისა და წინასწარი პატიმრობის საქმეზე;
- დადგინდა მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა 2015 წლის 2 აპრილიდან 17 სექტემბრის ჩათვლით წინასწარი პატიმრობის საქმეზე;
- დაირღვა მე-5 მუხლის მესამე პუნქტი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება)
არ დარღვეულა:
- არ დარღვეულა მე-5 მუხლის პირველი პუნქტი 2014 წლის 4 ივლისისა და 2015 წლის 15 მარტის ბრძანებებში პატიმრობის განსაზღვრული ვადის არარსებობის გამო;
- არ დარღვეულა მე-18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მე-5 მუხლთან მიმართებაში.
თბილისის ყფოფილ მერს საქართველოს ხელისუფლებამ კომპენსაციის სახით, 10 000 ევრო უნდა გადაუხადოს.