მე ვარ ცესკო-ს თავმჯდომარე და არა მოვალეობის შემსრულებელი - გიორგი კალანდარიშვილი
გიორგი კალანდარიშვილი, რომელსაც პარლამენტმა ნდობა არ გამოუცხადა და ცესკო 5 წლის ვადით არ ჩააბარა, დღეს ამბობს, რომ კანონში ხარვეზებია.
ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თავის სტატუსს არ ეთანხმება და ამბობს, რომ ის ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარეა, რაც კანონშიც წერია.
ვინ ვის ჯობნის, ეს ფაქტობრივად კენჭისყრის პროცესმა აჩვენა. ის ექსპერიმენტი და მოლოდინი პრეზიდენტის ინსტიტუციის მხრიდან, რომ სხვა ჩემზე მეტ მხარდაჭერას მოიპოვებდა, ვნახეთ, რომ ნულოვანი შედეგით დასრულდა.
ჩემი საქმიანობით, ჩემი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი საქმიანობით დღეს ინსტიტუციას აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი.
მე ვარ თავმჯდომარე და არავითარი დროებით მოვალეობის შემსრულებელი. კანონი იმპერატიულად ამბობს და ორგანულ კანონზეა საუბარი, მომავალი თავმჯდომარის არჩევამდე მოქმედ თავმჯდომარეს უგრძელდება ვადა.
დღეს ინსტიტუციის წინაშე დგას არაერთი გამოწვევა, რათა მოვემზადოთ 2024 წლის არჩევნებისთვის. - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ცესკო-ს დროებითი თავმჯდომარე გამოწვევებზე მაშინ ალაპარაკდა, როცა უწყების ერთი წლის საქმიანობას აჯამებდა.