რუსეთი ომში გაცილებით წინ არის წაწეული - კობახიძის რიტორიკას მდინარაძეც იმეორებს
უკრაინა-რუსეთის ომში ოკუპანტის დაწინაურების შესახებ "ოცნებამ" ერთი მესიჯბოქსი შეიმუშავა.
ირაკლი კობახიძის შემდეგ რუსეთის პოზიციების გაძლიერებაზე უკვე მამუკა მდინარაძეც ალაპარაკდა.
მდინარაძე ამბობს, რომ სამწუხარო რეალობაა, თუმცა რუსეთი გაცილებით წინ არის წაწეული.
ომის დაწყების წინ რა პოზიციებიც ეკავა ოკუპანტ ქვეყანას, იგივე პოზიციები უკავია? ცივილიზებული სამყარო რა თქმა უნდა უნდა იყოს იმის მხარეს, ვისაც ჩაგრავს ოკუპანტი ქვეყანა და მეორე, სამწუხარო რეალობაა ის, რომ გაცილებით წინ არის წაწეული, მას შემდეგ რაც შეიჭრა უკრაინაში რუსეთი", - ამბობს მდინარაძე.
"ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უკრაინულ მხარეს რუსებისგან განსხვავებით ბოლო კვირეების განმავლობაში არცერთი დასახლება არ აუღია, რაც ომში რუსეთის უპირატესობაზე მიანიშნებს.