ცესკო-ს თავმჯდომარე საზოგადოების მაღალი ნდობით უნდა იყოს აღჭურვილი - ნინო დოლიძე
კალანდარიშვილის დღემდე თანამდებობაზე დროებითი ყოფნა კონსტიტუციასთან შეუსაბამოა - ოპოზიცია და არასამთავრობიო სექტორი დიდი ხანია საუბრობენ, რომ ცენტრალური სარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე არალეგიტიმური პირი იმყოფება.
თუ არჩევნებამდე ცესკო-ს სტაბილური ხელმძღვანელი არ ეყოლება, შესაძლოა, არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგეს - აცხადებენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
ბოლო პერიოდში ჩვენ გვქონდა რეკომენდაცია და პარლამენტთან დაკავშირებით შენიშვნა, რომ მათ გააჭიანურეს 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ ცესკო-ს თავმჯდომარის 2 პროფესიული წევრის არჩევა, თუმცა, მას შემდეგ, რაც კონკურსი ჩატარდა, ამ ეტაპისთვის ვერ მოხერხდა არჩევა.
მგონია, რომ საკანონმდებლო ცვლილებებში პრობლემური იყო ის ჩანაწერი, რომ მანამ, სანამ ახალი თავმჯდომარე იქნება არჩეული, უგრძელდება ვადა მოქმედ თავმჯდომარეს.
ამიტომ მოვუწოდებთ კიდევ ერთხელ პარლამენტს, გააგრძელონ მუშაობა ცესკო-ს ახალი თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების ასარჩევად. ჩვენთვის კი, როგორც სადამკვირებლო ორგანოსთვის, მნიშვნელოვანია კონსესუსზე და პოლიტიკური პარტიების შეთანხმებით დაინიშნოს ისეთი ადამიანი, ვისაც საზოგადოების ნდობა ექნება ყველა მხრიდან, რადგან ეს უზრუნველყოფს არჩევნების მიმართ მაღალ ნდობას - აცხადებს ნინო დოლიძე ,,სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი.
პარლამენტმა ამ დრომდე ვერ აირჩია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის 2 წევრი.