საქართველომ რუსეთს ფრენების აღდგენის მოთხოვნით თავად მიმართა - ვლადირიმ ჯაბაროვი

09.02.23 16:49
საქართველომ რუსეთს ფრენების აღდგენის მოთხოვნით თავად მიმართა - ვლადირიმ ჯაბაროვი

საქართველომ თავად მიმართა რუსეთს საჰაერო კომუნიკაციის აღდგენის თხოვნით - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმირ ჯაბაროვმა განაცხადა. 

ჯაბაროვის მტკიცებით, რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ მიმართვაში საუბარი იყო რუსული  „აეროფლოტის“ რეისების აღდგენაზე.

ყოჩაღ! მხოლოდ მივესალმებით ასეთ გადაწყვეტილებას! - როცა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა, ჯაბაროვმა ასე გამოხატა თავისი კეთილგანწყობა საქართველოს პრემიერის მიმართ.

მსგავსი სიახლეები