სტრასბურგის სასამართლომ პრაქტიკულად ბეჭედი დაასვა 9 თვეზე მეტ ხანს წინასწარი პატიმრობის მავნე პრაქტიკას - უგულავა

09.02.23 17:01
სტრასბურგის სასამართლომ პრაქტიკულად ბეჭედი დაასვა 9 თვეზე მეტ ხანს წინასწარი პატიმრობის მავნე პრაქტიკას - უგულავა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ეხმაურება.

უგულავა წერს, რომ "ოცნებას"  კონვენციის მე-5 მუხლის 1 და 3 პუნქტები მოუგო.

პოლიტიკოსი ასევე ამბობს, რომ 2020 თადუმაძე & კომპანიის განაჩენიც გასაჩივრებულია სტრასბურგში და იქაც გამარჯვებას ელოდება.

უგულავა წერს, რომ მთავარი სასიხარულო ამბავი არის ის, რომ სტრასბურგის სასამართლომ პრაქტიკულად ბეჭედი დაასვა 9 თვეზე მეტ ხანს წინასწარი პატიმრობის მავნე პრაქტიკას.

სტრასბურგის სასამართლოში ქოცებს მოვუგე კონვენციის მე-5 მუხლის 1 და 3 პუნქტები.
"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეზე დარღვევები ნაწილობრივ დაადგინა და სახელმწიფოს კომპენსაციის სახით 10 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით:
დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) 2014 წლის 3 ივლისიდან 2015 წლის 2 აპრილამდე პერიოდში დაკავებისა და წინასწარი პატიმრობის

საქმეზე;
დადგინდა მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა 2015 წლის 2 აპრილიდან 17 სექტემბრის ჩათვლით წინასწარი პატიმრობის საქმეზე;
დაირღვა მე-5 მუხლის მესამე პუნქტი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება);

 

მოგეხსენებათ, ამათ მე მრავალჯერ დამიჭირეს. 2020 თადუმაძე & კომპანიის განაჩენიც გასაჩივრებულია სტრასბურგში, წარმოებაში მიღებულია და იქაც გამარჯვებას ველოდები.
 

მთავარი, რაც მიხარია არის ის, რომ სტრასბურგის სასამართლომ პრაქტიკულად ბეჭედი დაასვა 9 თვეზე მეტ ხანს წინასწარი პატიმრობის მავნე პრაქტიკას, რაზეც Salome Zourabichvili გვიხსნიდა - რომც შეიწყალოს სააკაშვილი, მას წინასწარი პატიმრობით ოცნება ისევ დაიჭერსო. ტყუილია ეს!" - წერს გიგი უგულავა.

 ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თბილისი ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმეზე რამდენიმე დარღვევა დაადგინა და კომპენსაციის სახით 10 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

მსგავსი სიახლეები