ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და "ეფ-ეს-ბეს" ჩინი აქვს - გიგი უგულავა
გიგი უგულავა "პირველებთან" სკანდალურ ინფორმაციას აჟღერებს.
პოლიტიკოსი ამბობს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე რუსეთთან საურთიერთოდ ღია ხაზია.
უგულავა ირწმუნება, რომ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და "ეფ ეს-ბეს" ჩინი აქვს.
სარწმუნო წყაროებიდან მაქვს ინფორმაცია, რომ ცალკე ღარიბაშივილს და ცალკე კობახიძეს თავისი პირდაპირი ხაზები გააჩნიათ რუსეთთან საურთიერთოდ. მეტიც, რუსეთთან საურთოიერთოდ უკვე ღია ხაზები არსებობს. სად არის ოთარ ფარცხალაძე? - ბოტასების ქურდი, ყოფილი მთავარი პროკურორი და ერთ-ერთი მთავარი ბიზნესმენი ივანიშვილის კარზე. ფარცხალაძემ მიიღო რუსეთი მოქალაქეობა და აქვს "ეფ ეს-ბეს" ჩინი". - ამბობს უგულავა.