მიწა მდინარაძის ცოლს - სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება
როგორ იყიდა მამუკა მდინარაძის ოჯახმა 1000 კვადრატული სააგარაკე მიწა თიანეთში 6000 ლარად? სტუდია მონიტორმა დაადგინა, რომ ტერიტორია, რომელიც მდინარაძის ცოლის სახელზე 6000 ლარად გადაფორმდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმ მაღალჩინოსანს ეკუთვნოდა, რომელსაც რელიგიური კონფესიების კონტროლი ჰქონდა დავალებული.
ვაჟა მაზმიშვილმა, რომელიც დიდძალი ქონების პატრონია, ეს ტერიტრია საბაზროზე ოთხჯერ უფრო იაფად მდინარაძეს გადაუფორმა.
"თქვენ გინდათ, რომ მილიონ დოლარიანი მიშას მოპარული თანხები გადაფაროთ 6000 ლარად" - უთხრა დღეს მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
ერთი თვის ინტერვალით მაქვს ორივე ნაყიდი, იაფი რომ ღირდა მაშინ. სამწუხაროდ, რისი საშალებაც მქონდა ის ვიყიდე. 1000 კვადრატია ნაყიდი თაინეთის ერთ-ერთ სოფელში და რა გიპასუხოთ ამის მეტი არ ვიცი. თუ გინდათ, რომ მილიონ დოლარიანი მიშას მოპარული თანხები გადაფაროთ 6000 ლარად სადრაც რაღაცა ვიყიდეთ, და თურმე ის, ვისგანაც გვიყიდია, იმას ვიღაცვასთან დავა ქონია და იმასაც კიდე დავა ჰქონია, მე რა შუაში ვარ და ჩემი ოჯახი რა სუაშია?" - ამბობს მდინარაძე
რაც შეეხება მაზმიშვილს, ის სუს-ის ის მაღალჩინოსანია, რომელსაც მუსლიმთა სამმართველოს შეიხი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შანტაჟში სდებდა ბრალს.
ვაგიბ აქპეროვი "პირველებთან" ამბობს, რომ მაზმიშვილი მას წელიწადის და ორი თვის განმავლობაში იბარებდა სუს-ში, თანამდებობის დატოვებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრებითა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით ემუქრებოდა.
"მაზმიშვილი პირდაპირ მეუბნებოდა, არ ითანამშრომლებ და პირადი ცხოვრების კადრებს ვაჩვენებთო. მე ვუთხარი, ყველაფერი აჩვენეთ, ემ არაფრის მეშინია. მერე მითხრეს, მაშინ სისხლის სამართლის საქმეს აღვძრავთ. მე ვუთხარი რა, ბალიშის ქვეშ ზარბაზანს ჩადებთ? ბოლოს ბავშები მიხსენეს, თან ჩეკისტური მეთოდით - რამდენი ბავშვი გყავს შენ, მკითხეს. მე ვუთხარი, ბავშვებს შეეშვით, უკვე ზღავრს აგდადიხართ. სასულირო პირს, რომ ბავშვებით შეაშინო, აი მიწის ნაკვეთი არის მესამე და მეოთხე ხარისხოვანი. მინდა იცოდეს, ალაჰს ჩავაბარე მე მაზმიშვილი. წელიწადის და ორი თვის განმავლობაში მიბარებდნენ სუს-ში, ტან სულ ღამით", - ამბობს ვაგიბ აქპეროვი.