ცილისწამებისათვის კობახიძეს, დუსელდორფის პროფესორს ცხვირში მოხვდება სტრასბურგის გადაწყვეტილება - უგულავა
გიგი უგულავას საქმეზე სტრასბურგმა საქართველოს €10000 გადახდა დააკისრა - უგულავა "პირველებთან" ამბობს, რომ მთავარი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაშ გადაწყვეტილებაში არის ის, რომ "ოცნებამ" წააგო.
პოლიტიკოსი ამბობს, რომ ყოველი ცილისწამებისათვის ირაკლი კობახიძეს, დუსელდორფის პროფესორს ცხვირში მოხვდება სტრასბურგის გადაწყვეტილება
წყალწარებული ხავსის მოჭიდება, რომ ამაში გვცნო და ამაში არ გვცნო, რაშიც დამნაშავედ და დარღვევად ცნო ის ითვლება. ამ შემთხვევაში მეხუთე მუხლის დარღვევაა ცალსახად დადგენილი. სამართლებრივი სიბრიყვეა კოლექტიური კობახიძის მხრიდან საუბარი იმაზე, რა მოვიგეთ. მთავარი არის ის, რომ მათ წააგეს. იმიტომ , რომ მათი სასამართლო არის კლანი და პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი. ყოველი ცილისწამებისათვის უნდა იცოდეს კობახიძემ, რომ ცხვირში მოხვდება სტრასბურგის გადაწყვეტილება, დუსელდორფის პროფესორს. სამართალი ურმით დადის და საერთაშორისო სამართალი კიდევ უფრო ურმით, ზუსტია და სამართლიანი", - ამბობს უგულავა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თბილისი ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმეზე რამდენიმე დარღვევა დაადგინა და კომპენსაციის სახით 10 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.