ტყვიის მასრა პოლიციამ ჩამიდო - ბადრი ესებუა

09.02.23 19:00
ტყვიის მასრა პოლიციამ ჩამიდო - ბადრი ესებუა

ბადრი ესებუა ბათუმში ადვოკატმა მოინახულა. 

ესებუა ამტკიცებს, რომ მას ტყვიის მასრა, რომელიც მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს, პოლიციამ ჩაუდო.

ამის შესახებ ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანჯრავამ "პირველებთან" განაცხადა.

ადვოკატის თქმით, საქმეში მხოლოდ ორი მტკიცებულებაა, ხმის ნიმუში, რომელზეც გამოძიება ამტკიცებს, რომ ესებუას ეკუთვნის და მეორე, მასრები, რომელიც ჯიხასკარიდან ამოიღეს.

ადვოკატი ასევე ამბობს, რომ ესებუა ორი წლის განმავლობაში ქვეყნიდან არ გასულა და საქართველოში იმყიოფებოდა, თუმცა გამორიცხავს იმ ფაქტს რომ ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ბანკის ძარცვაში ბრალდებული ჯიქიებთან იმალებოდა. 

რაც შეეხება ესებუას მიმალვაში ყოფნას, ადვოკატი განმართტავს, რომ ბადრი ესებუამ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მასობრივად გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომლის მიხედვითად მძარცველმა ბანკიდან ნახევარი მილიონი დოლარი წაიღო, ამის შემდეგ მასზე შეიძლება ნადირობა არა მარტო სამართალდამცველებს, არამედ სხვა პირებსაც გამოეცხადებინათ.

აქედან გამომდინარე მან თავი აარიდა გამოძიებას. შემდეგ მოხდა მისი ძმა გაყალბებული მტკიცებულების საფუძველზე დააკავეს. სწორედ ეს გახდა საფუძველი რომ მას თავი აერიდებინა გამოძებისთვის", - ამბობს ადვოკატი

ადვოკატი ასევე ამტკიცებს, რომ ბანკის ძარცვის დროს ბადრი ესებუა ზუგდიდში იყო. იმ ღამითაც სახლში იყო და მხოლოდ მეორე დღეს გახდა მისთვის ცნობილი რომ მისი სახელი იყო გაჟღერებული.

ბადრი ესებუა გუშინ, სოფელ ჯიხაშკარში, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

საქმის მასალების თანახმად, ბადრი ესებუა ზუგდიდში "საქართველსო ბანკის"  ფილიალში, 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა, 43 მოქალაქე მძევლად აიყვანა, საბოლოდ კი ტერიტორია ნახევარი მილიონი ლარით დატოვა. 

ბადრი ესებუას მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები