გახარია მესამე ძალად არ მოიაზრება, დაბალრეიტინგულია - მეუფე იაკობი ექსპრემიერის წინააღმდეგ

06.05.21 14:00
გახარია მესამე ძალად არ მოიაზრება, დაბალრეიტინგულია - მეუფე იაკობი ექსპრემიერის წინააღმდეგ

ბოდბელი მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას უპირისპირდება. 

მისი თქმით, გახარიას მესამე ძალად არ მოიაზრებს, რადგან ექსპრემიერი დაბალრეიტინგულია:

გიორგი გახარია ჩემთვის არ არის მესამე ძალა. მითხარით დადებითი რა გააკეთა? თუ ჭკუა აქვს არ უნდა მოვიდეს. შეიძლება „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კონკურენტი გახდეს. დაბალრეიტინგული პოლიტიკოსია. 200 ათას ლაიქს ვინც უკეთებდა, კარგად ნახეთ, ისიც ნახეთ ზურგს უკან ვინ ედგა,“- ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი.

მეუფე იაკობი  გახარიას გუნდს "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირში ადანაშაულებს. 

მსგავსი სიახლეები