ზურაბიშვილი "ოცნების" წინააღმდეგ - პრეზიდენტმა მმართველი გუნდი, პრაქტიკულად, რუსეთის მოკავშირედ გამოაცხადა
სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნება" პრაქტიკულად რუსეთის მოკავშირედ გამოაცხადა და ფაქტობრივად სახელმწიფოს ღალატში დასდო ბრალი. საქართველოს პრეზიდენტმა მმართველ პარტიას ცოტა ხნის წინ ორბელიანების სასახლიდან მიმართა.
" ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას. ამის არც ახსნა, არც გაგება შემიძლია და არც გაზიარება - ეს არის ციტატა ზურაბიშვილის უმწვავესი განცხადებიდან.
საქართველოს პრეზიდენტისთვის ბოლო წვეთი, სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძის განცხადება აღმოჩნდა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დღეს ერთი-ერთში გაიმეორა ის, რასაც რუსული პროპაგანდისტული მედიები ავრცელებენ.
"ომში წარმატება აქვს რუსეთს-"ამბობს კობახიძე, რომელმაც ფაქტობრივად კრემლში დაწერილი გზავნილები გაახმოვანა.
ახალი და ძალიან მწვავე დაპირისპირება ზურაბიშვილსა და "ოცნებას" შორის - ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.