მიიღო თუ არა ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა და ეფ-ეს-ბეს ჩინი - რას ამბობენ "ოცნების" ლიდერები

09.02.23 20:20
მიიღო თუ არა ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა და ეფ-ეს-ბეს ჩინი - რას ამბობენ "ოცნების" ლიდერები

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არანაირი ინფორმაცია არ აქვს იმის შესახებ, ოთარ ფარცხალაძემ მიიღო თუ არა რუსეთის მოქალაქეობა და ეფ-ეს-ბეს ჩინი. 

"წარმოდგენა არ მაქვს. კაი რა, რაღაცეებს ნუ ლაპარაკობთ. იმდენი აბსურდეული რაღაცა ითქმება ხოლმე".- ამბობს კობახიძე.

"ოცნების" თავმჯდომარის მსგავსად, მმართველი პარტიის დეპუტატებიც ამბობენ, რომ აღნიშნული ინფორმაციის შესახებ არაფერი იციან. 

გიგი უგულავა დღეს" პირველებთან" სკანდალურ ინფორმაცია გააჟღერა.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე რუსეთთან საურთიერთოდ ღია ხაზია.

უგულავა ირწმუნება, რომ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა და "ეფ ეს-ბეს" ჩინი მიიღო.

 

 

 

მსგავსი სიახლეები